|
2016-07-23 15:58:33, 1709 ნახვა
მსოფლიო
ISIS-მა ქაბულის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო - გარდაცვლილია 60 ადამიანი
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 170 კი დაშავდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მასობრივი დემონსტრაციის დროს თავი აიფეთქა, რომელსაც ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები მართავდნენ.აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა სამართალდამცველებმა უკვე დაადასტურეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, აფეთქებაში სულ 3 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ტერორისტის მოწყობილობა უბრალოდ არ ამოქმედდა, ხოლო მესამე ტერორისტის ლიკვიდაცია მოხერხდა. დემონსტრაციის ფოტოები ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)