|
2016-07-22 16:08:02, 1264 ნახვა
ეკონომიკა
აფხაზეთის საფეხბურთო კლუბის იუბილე აღინიშნა
„ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა“-ს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების 100 წლის იუბილე აღინიშნა. აგრეთვე დაწესდა ნორჩ ფეხბურთელთა „გარდამავალი თასი“. ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1916 წელს გამართა და მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწია. საფეხბურთო კლუბ „სტრელასა“ და მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სხვადასხვა ოჩამჩირულ კლუბში არაერთი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ვიტალი დარასელია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, „ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა“-ს ხელმძღვანელი თენგიზ ნორაკიძე და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)