08:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 17:49:48, 1124 ნახვა

სამართალი
ვახტანგ ხმალაძე: პაპუაშვილის განცხადებაზე სათანადო გამოძიება უნდა ჩატარდეს

საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თვალთვალი და შანტაჟი დანაშაულია და ამის ჩამდენი უნდა ისჯებოდეს.

„თუ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზემოქმედება, მათ შორის ფარული თვალთვალი და ა.შ., ეს არის დანაშაული და დანაშაული უნდა ისჯებოდეს. ასეთ დროს, უნდა მიმართო სამართალდამცავებსა და პროკურატურას. სათანადო გამოძიება უნდა ჩატარდეს და დანაშაულის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ეს ინფორმაცია, რაც პაპუაშვილმა განაცხადა, არის საკმარისი იმისთვის, რომ სისლის სამართლის საქმე აღიძრას, მაგრამ ამ განცხადების საფუძველზე ვერ იტყვის პროკურატურა, ვინ არის დამნაშავის ჩამდენი თუ დამატებითი ინფორმაცია არ მოვიპოვეთ. პროკურატურამ უნდა ჩაატაროს კანონით გათვალისწინებული გამოკითხვა, მათ შორის პაპუაშვილიც უნდა დაიკითხოს“, - აცხადებს დეპუტატი.

შეგხსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

"დღეს მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროვებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მთავარი ამოცანაა დღეს მოხდეს პრევენცია და მოსამართლეებს ჰქონდეს საშუალება გადაწყვეტილება კონსტიტუციის და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღონ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics