03:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:25:49, 716 ნახვა

საზოგადოება
ახალი სასწავლო წლიდან მარნეულის N3 ბაგა-ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს

მარნეულში მცხოვრები 400-მდე ბავშვი ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში ივლის, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად იქნება ადაპტირებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს,  პროექტი  ბაგა-ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მოიცავს შიდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და ახალი გათბობის სისტემების მოწყობას, სახურავის დაზიანებული ხის კონსტრუქციებისა და  ფენილის გამოცვლას.

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.

N3 ბაგა-ბაღის  შენობა  1988 წელს არის აშენებული და მას დღემდე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.  ახალი სასწავლო წლიდან  ქ. მარნეულის N3 ბაგა-ბაღი  280 ბავშვის  ნაცვლად     400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics