|
2016-07-20 19:54:06, 1065 ნახვა
სამართალი
პაპიძის ადვოკატის შეფასებით, ნაფიცმსაჯულებზე ზეგავლენა არა პროკურატურამ, არამედ საზოგადოებრივმა აზრმა მოახდინა
მაგდა პაპიძის ადვოკატის მარიამ ფხალაძის შეფასებით, ნაფიცმსაჯულები, რომლებმაც პაპიძე დამნაშავედ ერთხმად სცნეს, არა პროკურატურის, არამედ საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რეალურად არც უმსჯელიათ: "მსაჯულებზე ზეგავლოენა უფრო უნდა ყოფილიყო მასმედიისგან, სოციალური ქსელებისგან, იმ გადაცემებისგან, რომლებსაც ტელევიზია აშუქებდა. რატომ? იმედის დრომ ვერდიქტის გამოცხადებამდე 1-2 დღით ადრე გააკეთა გადაცემა და ამ გადაცემაში გაჟღერებული იყო ბრალდების მხარის პოზიცია და თვითონ რაღაცა ამონარიდები პროცესზე მაგდას მიერ გაკეთებული განცხადებებისა. ანუ, დაცვის მხარის პოზიცია და არგუმენტები პრაქტიკულად არ იყო მოხსენიებული. მხოლოდ იყო გამამართლებელი განაჩენის მოლოდინის შესახებ ჩემი სიტყვის ნაწყვეტი, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი-მეთქი. თუმცა, მსაჯულებზე ძნელია, გაარკვიო როდის რას მიაქცევენ ყურადღებას, მათ თავისი ვერდიქტის დასაბუთება პრაქტიკულად არ ევალებათ. ისინი გამოდიან და ამბობენ-ან დამნაშავეა, ან უდანაშაულოა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პროცესები, რაც შუქდებოდა, ბრალდების მოწმეები იკითხებოდნენ, იყო მონაკვეთი ბრალდების მოწმე რასაც ამბობდა და ბრალდების მხარეს დაცვის მხარე შემდგომში კითხვას რომ უსვამდა და ის ბრალდების მოწმე თავისი გამოძიების ჩვენებების წინააღმდეგობაში ვარდებოდა, არ იყო ნაჩვენები. ქალბატონი დარეჯან მინდიკაური გამოძიებაში ცალსახად აფიქსირებდა, რომ როდესაც ბავში გადმოიყვანა მანქანიდან, იგრძნო მისი სხეულის სითბო. აქ აქცენტი სწორედ სხეულის სითბოზე იყო გადატანილი. იყო შემდეგ სატელევიზიო გადაცემებიც, სადაც იქაც არაერთი მოწმისგან ფიქსირდებოდა, რომ ბავშვი იყო თბილი და პროცესზე ამ ქალბატონმა რადიკალურად შეცვალა თავისი განმარტება და თქვა, რომ სხეული კიარ იყო თბილი, მან იგრძნო ტანსაცმლის სითბო. როგორი არალოგიკურია, როცა თვითონვე ამბობდა, რომ -3 გრადუსი ყინვა იყოო, თურმე თხელი მაიკით ბავშვი მანქანაში ზის და შენ მეუბნები, რომ ტანსაცმლის სითბო იგრძენი. ტანსაცმელს საიდან უნდა ჰქონოდა სითბო -3 გრადუს ყინვაში, თუ ეს არ იყო ბავშვის სხეულის ტემპერატურა?! ანუ, ეს აღარსად ჩანდა. აქიდან გამომდინარე, შეიქმნა ასეთი ფონი საზოგადოებაშიც. ვფიქრობ, ეს იყო ზეგავლენა, რადგან მსაჯულებიც საზოგადოების ნაწილი არიან, გამოდიოდნენ, ხვდებოდნენ მასების აზრების ზეგავლენის ქვეშ და აქიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა მართლა ძალიან გული მტკივა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ მსაჯულებს არ მიუღიათ ამაზე მარტივი კატეგორიის საქმეებზე. ვფიქრობ, მსჯელობაც აღარაფერზე ყოფილა, მათ რაღაცა თავისი წინასწარი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ და, ასე ვთქვათ, სახლში ეჩქარებოდათ. რომ ემსჯელათ, ერთი ორს მაინც განსხვავებული აზრი რომ დაბადებოდა, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იმდენად მტკივნეული არ იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ვიფიქრებდი, ამ ხალხმა იმსჯელა და აქამდე მივიდნენ. უბედურებაც იმაშია, რომ არც უფიქრიათ, არც უმსჯელიათ. არ გამოვრციხავ, რომ მათ ეს პოზიცია ჰქონდათ მაშინ, როცა ნაფიცმსაჯულებად იყვნენ არჩეულნი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს უმოკლეს პერიოდში ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება",-განუცხადა მარიამ ფხალაძემ "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატთან
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)