12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 19:14:36, 582 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ჯეისონ ჩეფეტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას, ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარის ჯეისონ ჩეფეტს შეხვდა. 

აშშ-ის კონგრესის დელეგაციაში შედიოდნენ ამავე კომიტეტის, ასევე კონგრესის საგარეო ურთიერთობათა, საბიუჯეტო და შემოსავლების კომიტეტების წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე მინისტრმა კონგრესის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეიონული უსაფრთხოების საკითხებზე. 
მხარეებმა აგრეთვე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები. ხაზი გაესვა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნისვნელობას ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების ყველა პრიორიტეტული მიმართულების ხარდაჭერის მიზნით. 

კონგრესის დელეგაციამ დაადასტურა აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და დააფიქსირა სრული მზაობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პროცესს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics