12:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 18:20:29, 641 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მუშაობას გაეცნო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა განაპირობა ბათუმის მიმართულებით არსებულმა უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებმა. მხოლოდ ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით კვირაში   81 ფრენა (თვეში 300-ზე მეტი) ხორციელდება 22 მიმართულებით. შესაბამისად გაიზარდა რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი-ივნისი) 74 %-იან მატებას გულისხმობს. ვიზიტორებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

,,როგორც ვხედავთ თვითმფრინავების ნაკადი გაიზარდა. სერვისები გაუმჯობესებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი  და პოზიტიური ფაქტია ჩვენი რეგიონისთვის"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმში, წვიმიანი ამინდის შემთხვევაშიც კი ტურისტს შეუძლია დრო საინტერესოდ გაატაროს. ეწვიოს აკვარიუმს და დელფინარიუმს, სადაც შოუ დღის განმავლობაში სამჯერ იმართება. ასევე დაათვალიეროს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიური, ნობელის და ეთნოგრაფიული მუზეუმები .

შეუძლიათ გაემგზავრონ მაღალმთიან აჭარაში, ეწვიონ ქედის ან ხელვაჩაურის საოჯახო ღვინის მარნებს, გაეცნონ ღვინის წარმოების ადგილობრივ ტრადიციებს და დააგემოვნონ  აჭარული კერძები.

გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში ბათუმში დაგემილია არაერთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ  ტურისტული  ვებგვერდის საშუალებით ან ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, რომელთა რაოდენობაც წელს 9-მდე გაიზარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics