12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 17:53:51, 807 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილმა ზესტაფონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შალვა კიკნაველიძე წარადგინა

ჩვენს გუნდს აქვს სრული პოტენციალი, რომ თავდადებულად ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონში გააკეთა.

პარტიის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე წარუდგინა.

„შალვა საამაყო ადამიანია. ის ზესტაფონელებს ყველაზე კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს",-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მთავრობის მეთაურმა ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების" გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო.

 ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„მინდა ჩვენს კანდიდატებს ვუსურვო გამარჯვება, ვინაიდან მათი წარმატება და „ქართული ოცნების" გამარჯვება გულისხმობს მთლიანი საქართველოს გამარჯვებას. 2012 წელმა გარდატეხა შეიტანა  და ქვეყანა სიკეთისკენ შემოატრიალა. ახლა მნიშვნელოვანია სწრაფი განვითრება, რადგან ჩვენი ქვეყნის  თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა",-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

შალვა კიკნაველიძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერსა და „ქართული ოცნების" გუნდს მადლობა გადაუხადა და ზესტაფონის მკვიდრებს უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას დაპირდა.

„გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები დეპუტატი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თითოეული ზესტაფონელის გვერდით იდგება. გპირდებით, რომ მომავალი ოთხი წელი თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი და მეგობარი ვიქნები. ზესტაფონში არსებული ყველა საკითხი თქვენი ჩართულობით გადაწყდება",-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics