|
2016-07-20 16:48:20, 1219 ნახვა
სამართალი
აჭარის დასაქმების სააგენტომ განახლებული ბრენდ-ბუქისა და დასაქმების აგენტების პრეზენტაცია გაიმართა
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ განახლებული ბრენდ-ბუქისა და დასაქმების აგენტების პრეზენტაცია გამართა. დასაქმების სააგენტოს იდენტიფიკაციის, შერჩეული სტილისა, იერსახის შენარჩუნებისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით შემუშავდა ახალი ლოგო. ლოგოტიპის შემუშავების პროცესში ჩატარდა გამოკითხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. ასევე გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა სადიზაინერო და ფოკუს ჯგუფებთან. კითხვარში მიღებული პასუხებიდან გამომდინარე დასაქმების სააგენტოს ლოგო უნდა იწვევდეს შემდეგ ასოციაციებს: სიახლე, ზრდა, კავშირი, შრომისმოყვარეობა, მიზანმიმართულობა, წარმატება, მდგრადობა, განათლება, თანამედროვეობა. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა ლოგო: დასაქმების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, სააგენტომ 13 დასაქმების აგენტი შეარჩია, რომელთა უფლება-მოვალეობები შემდეგნაირად განისაზღვრა: სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია; სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, კომპანიებისა და სამუშაოს მაძიებლების კონსულტირება და ინფორმირებულობა; კარიერული დაგეგმვისა და სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება; დასაქმების სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ორგანიზებული შრომის ბაზრის კომპონენტების კვლევებში მონაწილეობის მიღება (კითხვარების დარიგება, შევსება).
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)