12:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 12:56:37, 695 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, ახალ საფეხურზე გადავიდა

თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, ვიზიტი უპრეცედენტოდ წარმატებულია. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში დემოკრატიისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია თურქეთიდან ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი შედეგებით დაბრუნდა.

„ხელი მოეწერა ხუთ ხელშეკრულებას და დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო დავაფუძნეთ. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება, საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის.

დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი შეთანხმება.  მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ  ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი პოზიტიური შეხვედრა შედგა გუშინ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics