|
2015-03-05 12:51:15, 674 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდათ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლებმა აღნიშნული დახმარება შარშან, 10 ივნისს, მინი-ფეხბურთის ტურნირის („ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა") ფინალური მატჩის მოგების შედეგად მიღებული საპრიზო თანხის საშუალებით შეძლეს. კერძოდ, ერთ ბენეფიციარს ჩაუტარდა გამოკვლევა გოლდმანის ლინზით, რის შედეგადაც დაისვა ზუსტი დიაგნოზი - ბადურის პერიფერიული დისტროფია. ბენეფიციარს ჩაუტარდა შემოსაზღვითი ლაზერ კოაგულაცია. რაც შეეხება კიდევ ორ ბენეფიციარს, ესენი არიან არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრები, რომლებსაც სხეულზე არსებული ტატუს მოცილების პროცედურა ესაჭიროებოდათ. სამივე ბენეფიციარის სამედიცინო დახმარებაზე ჯამში 700 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ორი წელია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია როგორც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ისე მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)