02:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 15:54:19, 725 ნახვა

საზოგადოება
პატარაძე: წერეთლის ქუჩის კეთილმოწყობა არის უმნიშვნელოვანესი ბათუმისთვის

"წერეთლის ქუჩის კეთილმოწყობა არის უმნიშვნელოვანესი ბათუმისთვის" - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარაძე რამდენიმე დღეა აქტიურად ხვდება მოქალაქეებს, რომლებიც მას რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ უშუალოდ აწვდიან ინფორმაციას. მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების მიხედვით რეგიონის პირველი პირი უკვე რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. 

მათივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაეცნო. წერეთლის ქუჩა და ე.წ „მანთაშევის გადასასვლელის" ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი და გადატვირთული უბანია, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქუჩის იერსახეს აზიანებს ასევე ქაოტურად განვითარებული გარე ვაჭრობის ზონა. ზურაბ პატარაძე მოვაჭრეებს გაესაუბრა. თავმჯდომარემ მათ თხოვნით მიმართა ახალი ტროტუარებისა და გზის მოწყობის შემდეგ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებას.
 
ქალაქის ამ ნაწილთან სისტემატურ შეხებაშია რეგიონის სტუმრები და ტურისტები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქალაქის ესთეტიური იერსახე აკმაყოფილებდეს ტურისტული ქალაქის მოთხოვნებს.
 
„წერეთლის ქუჩისა და ქალაქის ამ ნაწილის კეთილმოწყობა არის უმნიშვნელოვანესი ბათუმისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის. გვესმის, რომ გარე ვაჭრობა მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეს არის თქვენი მთავარი შემოსავლის წყარო, მაგრამ მას უნდა მივცეთ უფრო თანამედროვე ფორმა და დავიცვათ ჩვენი ქალაქის იერსახე" -  აღნიშნა გარემომოჭრეებთან და ჟურნალისტებთან კომენტარში ზურაბ პატარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics