|
2016-07-19 12:19:38, 442 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით 2016 წლის 18-20 ივლისს, ქ. ნიუ-იორკში იმართება. 2016 წლის 18 ივლისს, მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა HLPF-ის გენერალურ დებატებზე. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითარების გეგმების შესრულების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საჭიროებებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების მუდმივ დარღვევებზე, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებზე. ამ კუთხით, დავით ზალკალიანმა, ასევე ყურადღება გაამახვილა სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. HLPF-ის ფარგლებში, 19 ივლისს, მინისტრის პირველი მოადგილე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030) განხორციელების კუთხით საქართველოში დღემდე გადადგმული ნაბიჯების შესახებ პირველ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს (National Voluntary Review) წარადგენს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)