|
2016-07-19 11:24:09, 1215 ნახვა
სამართალი
შსს-მ აღსრულების ბიუროსთან მომხდარ სროლაში მონაწილე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნულ ბიუროსთან მომხდარ სროლაში მონაწილე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული: „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ავთანდილ ა.-მ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ნაცნობი - 1972 წელს დაბადებული არჩილ მ. დაჭრა, ხოლო არჩილ მ.-ს თანმხლებმა მიხეილ ვ.-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ა. კი კლინიკაში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. სამართალდამცველებმა მიხეილ ვ. თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)