00:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 10:20:09, 600 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ ლიუბლიანას ბავშვთა ცენტრი მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლიუბლიანას მახლობლად მდებარე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი და სკოლა „Dolfke Bostjancic"-ი მოინახულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება, რომლებსაც სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვა გააჩნიათ.

პირველ ლედის ცენტრის დირექტორმა და სამედიცინო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა უმასპინძლეს და ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პირველი ლედი ცენტრში მომუშავე პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებიც მოინახულა.

მაკა ჩიჩუა ცენტრის მუშაობის სპეციფიკით და იმ პროგრამებით დაინტერესდა, რომლებიც  ბავშვთა მენტალური თუ ფიზიკური განვითარებისთვის ხორციელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ლედიმ დაათვალიერა ცენტრში არსებული სამედიცინო და ფიზიო-თერაპიული პუნქტი, ასევე მოინახულა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სკოლა, რომელიც აღნიშნული ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს.

მაკა ჩიჩუამ  ცენრთან არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, სადაც ბენეფიციართა საცხოვრებელი სახლები, სპორტული მოედნები და საცუარო აუზია განთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics