11:27 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 12:12:02, 631 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად  გორში  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  სამინისტროში გამოცხადებული „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ესაუბრა.

მათივე ინფორმაციით,  მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს  საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ აცნობა და აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავი იფნორმაცია მიაწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს აღნიშნული პროგრამის მიმართ. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია თბილისში,  ზუგდიდსა და ახალციხეში.

უწყების ინფორმაციით, დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირებების ხელშეწყობის და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით. საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას.

საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics