08:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 19:54:19, 1162 ნახვა

სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე პატიმრის გიზო ღლონტის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ე.წ. კაბელების საქმეზე  პატიმრის  გიზო ღლონტის მიერ სასამართლოზე  წარმოთქმული დასკვნითი სიტყვის ჩანაწერს   აქვეყნებს.  დასკვნითი სიტყვის ჩანაწერი პარტიამ გამოითხოვა, რომელიც მათი განცხადებით,  არის მტკიცებულება იმისა, რომ ხუთი უდანაშაულო ადამიანი ისჯება სამშობლოს სამსახურის გამო.  ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ  თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიზო ღლონტმა სასამართლოზე თავის დასკვნით სიტყვაში  საქმის დეტალები და ქრონოლოგია აღწერა:

" „ეს იყო ურთულესი გარდატეხის პერიოდი, როცა ყველა იქ მოღვაწე ადამიანი, დაწყებული მინისტრიდან, დამთავრებული რიგით მუშაკამდე ცდილობდა მაქსიმალური საჯაროობა შეეტანა ყველა პროცედურაში და განსაკუთრებით შესყიდვების კუთხით“, - ამბობს გიზო ღლონტი. 
„მე ბედნიერად ვთვლიდი თავს, რომ იმ პერიდოში მომიწია მოღვაწეობა და რაღაც წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ დღეს თუ თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი გამჭვირვალედ და ღიად ტარდება, საფუძველი  ჩაეყარა სწორედ 2013 წლიდან, მთელი ინერციით. ჩვენ სრული უფლება გვქონდა, ვისაც ხელმძღვანელობა ჩათვლიდა საჭიროდ, დაგვეწყო მოლაპარაკებები, მაგრამ პოლიტიკა იყო ისეთი და, ჩემი აზრით,  სრულიად მართებული, რომ ამ კუთხით ჩვენი სიტყვა გვეთქვა და მაქსიმალურად გავასაჯაროეთ შესყიდვების პროცედურა, ვიწვევდით ყველა იმ კომპანას, ვისაც გამოცდლება ჰქონდა საიდუმლო შესყიდბეთან დაკავშირებით“.
ბრალდებულის თქმით, ძალიან  სერიოზული ზეწოლა იყო მესამე პირებიდან საიდუმლო შესყიდვების ღიად გამოტანასთან დაკავშირებით.  „ერთ მაგალითს გეტყვთ, ტანკის ზეთი, რომელიც სულ საიდუმლო შესყიდვით ხორციელდებოდა ( ეს საჯარო ინფორმაციაა და იმიტომ ვლაპარაკობ ღიად)  როცა 15 ლარად იყო შესყიდული, ჩვენ ღია ტენდერით 6 ლარად შევისყიდეთ, თუმცა ტანკის ზეთი იყო და შრეგვეძლო საიდუმლოდ შეგვესყიდა“.
შემდეგი საკითხი, რაზეც გიზო ღლონტი ამახვილებს ყურადღებას, არის ის, შეძლებდა თუ არა თავდაცვის სამინსიტრო საკუთარი ძალებით შეესრულებინა კავშირგაბმულობის ეს ურთულესი პროექტი, ბრალდებულის თქმით, თავდაცვის სამინსიტრო ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდა, რადგან ანალოგიური პროექტთან მას  შეხება მანამდე არასდროს ჰქონია. იმ შემთხვევაში, თუ  წამოიწყებდა და არ გამოუვიდოდა, მაშინ ვინ აგებდა პასუხს იმ გადაყრილ ფულზე?!  ასეთი რისკის უფლება თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდა. თუმცა პროკურატურის თქმით,  თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ „დელტას“ შეეძლო  თხრილის გაკეთება, რაც  ამ პროექტის ნაწილი იყო. თუმცა „დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი პროკურატურას არ დაუკითხავს. სწორედ ესაა მთავარი: „ვეკითხები პროკურატურას, უჩა ძოძუაშვილი დაკითხეთ თუ არა!  შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ტრაქტორისტები რომ დაკითხეთ  ძოძუაშვილს ჰკითხეთ, შეეძლოთ თუ არა ამის გაკეთება? სამწუხაროდ, არ გიკითხავთ, იმიტომ რომ თქვენ სიმართლე არ გაინტერესებთ!“
„პროკურატურა ძალიან ცუდ მესიჯებს აგზავნის ამასთან დაკავშირებით. იგივე ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერია რატომ უხდიან „დელტაკომს“ ან სხვა კომოპანიებს თანხას, რა, მათ ტექნიკა, მუშა ხელი არ ჰყავთ,  რა პრინციპია, ვერ გავიგე, შერჩევითობაა? თუ მიმართულება ერთია, ყველას ერთი მიმართულებით უნდა მივუდგეთ საკითხს. შინაგან საქმეთა სმინისტროს ხელს ვუსვამთ, კარგი ბიჭები არიანო და წელიწადში 4 მილიონს უხდიან „დელტაკომს“ და ჩვენ 21 წელიწადში 6 მილიონ 700 ათასი გადავიხადეთ აპარატურის ჩათვლით და აქ ვზივართ, უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება“...
ბრალდებული კვლავ კითხვით მიმართვას პროკურატურას და მოითხოვს, აჩვენონ 2013 წლის 26 დეკემბარმდე ან „სპეცკავშირმშენის“ ან „დელტაკომის“ ან სხვა კომპანიის წინადადება, რომელიც უფასოდ  სთავაზობდა მათ სერვისს. თუ ასეთ რამეს წარმოუდგენენ,   სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  შევწყვეტს საუბარს და სრული სიმკაცრით მოიხდის იმ სასჯელს,  რომელიც სახელწმიფო მოხელეს ეკუთვნის. „აქ არის ყველა ტომი და კეთილი ინებეთ და მაჩევენთ, სად იყო ასეთი შეთავაზება, ჩვენამდე არ მოსულა და რომ მოსულიყო, რა თქმა უნდა, სულ სხვა რეაგირება გვექნებოდა“. 

თავდაცვის სამინისტრო შეეცადა  ამ პროექტით სხვა სახელმწიფო სტურქტურებიც მოეცვა ანუ  თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა, მაგალითად ქალაქის მერია, შინაგანა საქმეთა სამინისტრო.   „ამის მაგივრად კი ბრალი დაგვდეს იმაში, რომ  16 წვერში, რომელშიც ფული არ გადაგიხდიათ,  არ ფიქსირდება მასალებშიო. რა, სახლში წავიღებედით ამ წვერებს, ისევ სახელწმიფოსთვის არ გვჭირდებოდა?  მაგრამ ეს იყო ჩვენი მიდგომა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ დაინახეთ“. 
2014 წლის 8 ნოემბერს ყოფილმა პრემიერმა „საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხდა,  რომ „დელტაკომი“ ახლაც უფასოდ ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტოსო, როცა უკვე 3 მილიონი გადახდილი ჰქონდა. „ეს მონაცემები ხომ ვიღაცამ უთხრა, თვითონ ვერ ნახავდა, რადგან საიდუმლო ხელშეკრულება იყო, ესე იგი, მოატყუეს... ისიც მოატყუეს - რა ეჩქარებოდათ, წინასწარ ფული რომ გადაურიცხესო, ის კი არ უთხრეს, რომ  საერთოდ არ გვქონია იმ ფულთან შეხება. არ უთხრეს, რომ ეს მთავრობის განკარგულებით გაკეთდა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით. უბრალოდ, სხვანაირად ჩაუხატეს სიტუაცია - ფული წინასწარ გადაურიცხესო, ჩვენ რა შუაში ვართ ამ შემთხვეაში?“ 
სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის დასასრულს გიზო ღლონმა პროკურატურას გასული საუკუნის რეპრესიებიც კი შეახსენა: „მახსენდება 37 წლის „ტროიკა“, იმათაც შეშურდებოდათ, ისეთი გაფაციცებით გამოიტანეს ტყუილებზე აგებული  განაჩენი. ეს საგამოძიებო სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი სამაგალითო საქმე იქნება თავისი უარყოფითი კონტექსტებით. არადა, ჩვენი მოტივოაცია  ქვეყანის უსაფრთხოება იყო. ის სისტემა, რაც გაკეთდა, ყველამ კარგად ვიცით, მარტო კაბელებს არ ეხებოდა,  ამ საქმეში ჩახედულებმა ვიცით, რა უნდა მოჰყოლოდა ამ პროექტს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა“.
სიტყვის დასასრულს გიზო ღლონტმა თავისი უდანაშაულოდ დაკავებული თანამშრომლებისა და საკუთარი  სახელით მოსამართლეს მიმართა:  „ჩემს სიტყვას დავასრულებს და რჩევასავით მოგცემთ, როდესაც გადაწყვეტილებას გამოიტანთ, უპირველეს ყოვლისა, თქვენი თავის წინაშე უნდა იყოთ  მართალი,  მართალი იმ  5 ბრალდებულისა და მათი ოჯახების წინაშე და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშეც“. 
სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო - დღეს თავდაცვის სამინისტრო 5 ყოფილი მაღალჩინოსანი  სასჯელს უკვე იხდის",-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics