22:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 16:04:02, 1605 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის მთავრობა: ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯას იყენებს, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნება

ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯას იყენებს, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნება, -  ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

როგორც ზაიბერტმა აღნიშნა, სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს შეაჩერებს.

“გერმანიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ საკიტხზე მკაფიო პოზიცია გააჩნიათ, ჩვენ სიკვდილით დასჯა კატეგრიულად მიუღებელი მიგვაჩნია”, - განაცხადა ზაიბერტმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, თურქეთში სიკვდილით დასჯის კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი ვერ იქნება.

მანვე განმარტა, რომ თურქეთი ევროსაბჭოს წევრი და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ხელმომწერია.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას განიხილავს.

ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად  ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics