00:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:34:26, 567 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ლუდის კომპანიის“ თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს

"გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს.

აქციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი მართავს. პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა. საქველმოქმედო აქციაში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები არიან ჩართულები.

სამწუხაროდ ძალიან ბევრ  ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის მცირე წლოვან ბავშვებს. დონორთა მიერ გაღებული სისხლი ბევრ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად ლეიკემიის 40-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. პატარებს მკურნალობის პროცესში დიდი რაოდენობით სისხლის კომპონენტების გადასხმა ესაჭიროებათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. მთავარია ყველა ადამიანმა გაანალიზოს, რომ სისხლის ჩაბარებით შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა.

"ლუდსახარში  ,,ზედაზენი’’ უერთდება ამ კეთილშობილურ საქმეს. გვჯერა, რომ სიკეთე არის გადამდები და ჩვენ ერთად გადავარჩენთ მომავალს."-განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ლევან შერმადინმა.

 ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ თანამშრომლები ერთხმად აღნიშნავენ რომ, მსგავს საქველმოქმედო აქციებში კომპანია მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics