23:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 11:28:37, 374 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს

„საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებამდე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით,  საქართველო იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, რომელსაც microsoft-ის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები ექნება.

„ჩვენ ვიქნებით პირველები  პოსტსაბჭოთა სივრცეში ვისაც,  ექნება   misrosoft -ის სრულყოფილი  ლეგალურ ლიცენზირებული პროგრამები.  ამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო  დაწესებეულებები, რაც იმის  გარანტიას მოგვცემს, რომ  უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო დაწესებულებების  სისტემების უსაფრთხოება, მათი დაცულობა,  მათი გაფართოება და  ეფექტიანობა. ამასთან ერთად ყველა საჯარო მოხელეს ექნება  Microsoft-ის  უახლესი პროგრამული  უზრუნველყოფა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ  Microsoft-თან მეორანდუმის გაფორმებით საქართველო  თანამედროვე სამყაროში დამკვიდრების კიდევ ერთ ნაბიჯს დგას.

„ჩვენ  ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს ვაფორმებთ, ლიდერ კომპანია Microsoft-თან   და ამით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს ქვეყანაში  თანამედროვე და ცივილიზებული  ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ.  დასამალი არ არის, რომ  საქართველო წლების განმავლობაში ავტორიზაციის გარეშე  მოიხმარდა პროგრაპულ უზრუნველყოფას.  შეიძლება ითქვას, რომ  სამწუხაროდ  პროგრამული უზრუნველყოფის  კოპირების კუთხით ჩვენ  ყველაზე მაღალი  მაჩვენებელი გვაქვს.  2010 წელს ეს მაჩვენებელი  აჩვენებდა 15 %-ს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მართლაც საგანგაშო  სიტუაციის გამოსწორებისთვის  გაგვეფორმებინა ეს მემორანდუმი. დღიდან ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს Microsoft- თან უახლესი  სათანადო ლიცენზირების შესახებ“,-დასძინა  ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics