17:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 14:17:56, 1209 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემთვის ღირსების საკითხია, რომ საქართველოში პედაგოგის პრესტიჟი აღვადგინოთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პერიოდულად პედაგოგებს ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.

როგორც ჯეჯელავამ ჟურალისტებს განუცხადა, ქართველი პედაგოგის პრესტიჟი აღსადგენია და განათლების სამინისტრო ამ კუთხით  მუშაობს:

"7-8 შეხვედრა მქონდა პედაგოგებთან, ეს ჩემი სამსახურის ძირითადი ნაწილია. იკვეთება მრავალფეროვანი პრობლემები, დაწყებული პედაგოგების სტატუსით და პრესტიჟით,რომელიც ჩემთვის ღირსების საკითხია, რომ ჩვენ პედაგოგის პრესტიჟი აღვადგინოთ, რომ ქართველ პედაგოგებზე  უკუღმა არავინ ისაუბროს, რომლებიც ჩვეულებრივი გმირები არიან. საკითხი ეხება ინფრასტრუქტურას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას,  ყველა იმ საკითხს, რაც  ბავშვებისთვის არის აქტუალური და აქიდან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის, ეხება ასევე   ანაზღაურებას, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას. ძალიან ინტენსიური საუბრები გვაქვს",-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics