2016-07-18 10:58:06, 606 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: აშშ მომხრეა, გამოძიებით დადგინდეს, ვინ დგას თურქეთში განვითარებული მოვლენების უკან
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, იან კელის განცხადებით, აშშ თურქეთში მიდმინარე მოვლენებით შეშფოთებულია.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-მ თურქეთის ხელისუფლებას გამოძიებაში დახმარება შეთავაზა.
კელის მტკიცებით, აშშ თურექთში დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას მხარს მტკიცედ უჭერს და განვითარებულ მოვლენებთან შტატების რაიმე კავშირს გამორიცხავს.
„მომხრე ვართ, ჩატარდეს დეტალური გამოძიება და დადგინდეს, თუ ვინ არის ამ მოვლენების უკან. მზად ვართ, თურექთს ამ პროცესში დახმარება აღმოვუჩინოთ“, - აღნიშნა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან