00:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 10:29:49, 629 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ფოთში გარემოსდაცვის თემაზე პროექტი დაასრულა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გარემოსდაცვის თემაზე ტრენინგი და დასუფთავების აქცია ჩატარდა. მასში ქალაქ ფოთის  საჯარო სკოლებიდან 14-დან 18 წლამდე ასაკის 15 მოხალისე მონაწილეობდა.

პროექტი - „დაიცავი გარემო“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ტრენინგი კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების სპეციალისტმა, მანანა ჩიქოვანმა ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ მოხალისეებისთვის  გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სახალისო ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ. პროექტის დასკვნით ნაწილში კი კოლხეთის ეროვნული პარკში დასუფთავების ერთობლივი აქციაც ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ აქციის - „დაიცავი გარემო“ -  იდეა ქალაქ ფოთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეკუთვნით, რომელიც  “იდეიდან ცვლილებამდე“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი  რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. პროექტი „იდეიდან ცვლილებამდე“  მიმდინარეობს რამდენიმე რეგიონში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება აქვთ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics