00:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 10:09:57, 638 ნახვა

საზოგადოება
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2016" საზეიმოდ გაიხსნა

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2016" საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. „მომავლის ბანაკი" ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელსაც ცენტრი მეოთხე წელია ახორციელებს.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
ბანაკის პირველი სტუმრები სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები არიან. წელს ანაკლიაში ზაფხულს 2 300-ზე მეტი მოზარდი გაატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics