2016-07-17 23:46:32, 607 ნახვა
სპეციალური ანონსი
18 ივლისის სპეციალური ანონსი
18 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“0 პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნიან.
თემა: „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“. საკონტაქტო პირი გიორგი კოპალეიშვილი - 535 29 89 89
18 ივლისს, 11.00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის - „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, GIZ-ის რეგიონული ოფისის დირექტორი მარი შეფერი და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგი მოაწერენ.
მის: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი ნათია - 593 18 77 71
2016 წლის 18 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” სახალხო დამცველი გამართავს სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას „მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგის“ შესახებ.
18 ივლისს, 13:00 საათზე, ზუგდიდში, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრება.
მის: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. #45
18 ივლისს, 13:30 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით საჯარო პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: ”ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება საქართველოში: სისტემური რეფორმა და მომავლის ხედვა”.
18 ივლისს, 14 საათზე, სასტუმროში „Rooms” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) გამართავს კვლევის „სიძულვილის ენის გამოყენება თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები“ პრეზენტაციას. კვლევაში ასახულია საქართველოს პოლიტიკურ/საჯარო სივრცეში 2014-2016 წლებში სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების რეგულაცია საქართველოში, სხვა ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება და ასევე დასკვნითი რეკომენდაციები. კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან სამოქალაქო პლატფორმა „არაფობიას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კვლევას წარადგენენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე და იურისტი ნათია იმნაძე. კვლევა განხორციელდა პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის (PITA) ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნინო ერემაშვილი 599 54 55 19
18 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე სასამართლო სხდომას განაახლებს.
მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, მე–6 სართული, დარბაზი #33
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
18 ივლისს, 19:00 საათზე, პაპუნა შარიქაძის ჯაზ ბენდის თანხლებით ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში - თბილი სიო Tbili Sio, ქართულ-ინგლისური, საზოგადოებრივ-ანალიტიკური ყოველთვიური ჟურნალი "ივერიას" მეორე ნომრის პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული მიღება გაიმართება, რომლის შემდეგაც მთავარი რედაქტორი ნიკა რურუა და საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" დამფუძნებლები შეკითხვებს უპასუხებენ.
მის.: პეტრიაშვილის ქ.N 1
18 ივლისს, 19:00 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
მის: ვაჟა-ფშაველას N33, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი
საკონტაქტო პირი ნინო გულბათაშვილი - 595169163, ავთანდილ ბოკუჩავა 595501414
18 ივლისს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
მის: ქუთაისი, ბალახვანის მოედანი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან