|
2016-07-17 18:22:52, 1630 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით კონტროლი სრულად აღადგინა
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით კონტროლი სრულად აღადგინა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ს მკვლევარისა და სასულიერო ლიდერის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას სთხოვს. სამხედრო გადატრიალებასთან მკვლევარის კავშირის შესახებ პირველი განცხადებები თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გუშინ დღის განავლობაში გაკეთდა. ფეთჰულაჰ გიულენი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის თურქეთიდან დევნილია სწორედ ხელისუფლებისადმი ოპოზიციური განწყობების გამო. თავად ფეთჰულაჰ გიულენი აცხადებს, რომ სამხედრო გადატრიალების ინსცენირება თურქეთში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოაწყო. თურქეთის პრემიერის პირველი ოპონენტი კატეგორიულად უარყოფს სამხედრო ამბოხებაში მონაწილეობას, ან ლიდერობას და აცხადებს, რომ იგი სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღებას სულ ეწინააღმდეგებოდა. რაც შეეხება აშშ-ს, ის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ამერიკის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჯონ კერის თქმით, გადატრიალების მცდლეობაში ვაშინგტონის როლზე საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს. ჯონ კერიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მორიგ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აშშ მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების პროცესში დაეხმაროს. კერის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ ანკარას მოუწოდებს, გამოძიება კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აწარმოოს. განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც და თურქეთში დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)