|
2016-07-16 14:38:42, 780 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: თურქეთის ამბოხი ლავროვისა და კერის შეხვედრას საეჭვოდ დაემთხვა
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ პოზიციების გამყარებით, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვითარება დაიძაბება. როგორც მაისაიამ „ექსპრენიუსს“ განუცხადა, გუშინ, აშშ-სა და რუსეთს შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმის გაფორმება, თურქეთის ამბოხს საეჭვოდ დაემთხვა. ექსპერტის განმარტებით, ამერიკა და რუსეთი ISIS-ის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას იწყებენ, რის გამოც, თურქეთს საკომუნიკაციო და სატრანზიტო გზების გადაკეტვა დაევალება. მისივე თქმით, ოპერაციისადმი ერდოღანის დამოკიდებულება კრიტიკულია, რაც აშშ-ს და რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. „თურქეთში სამხედრო გადატრიალება უკვე ჩაიფუშა. თუმცა, ვითარება კვლავ რთულია და ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. გუშინ ამერიკამ და რუსეთმა „ისლამური საელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სამოქმედო გეგმა გააფორმეს. ეს ყოველივე საეჭვოდ დაემთხვა თურქეთში სამედრო გადატრიალების მცდელობას. ერდოღანის ორჭოფული პოლიტიკა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიმართებაში რუსეთისა და ამერიკის გაღიზიანებას იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ამერიკამ და რუსეთმა მარი დაუჭირეს ერდოღანს, როგორც კონსტიტუციურად არჩეულ პრეზიდენტს, მაინც გრაკვეულწილად ეს ერდოღანისთვის სიგნალი უნდა იყოს. ამერიკა და რუსეთი ფართომასშტაბიან ოპერაციას იწყებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და თურქეთს დაევალება გადაკეტოს საკომუნიკაციო და სატრანზიტო გზები, რომლებიც კოალიციურ ძალებს მისცემს საშუალებას ოპერაცია წარმატებით დაასრულონ. ერდოღანის დამოკიდებულება ამ ყველაფრთან კრიტიკულია. ერდოღანმა უკვე კარტ-ბლანში მიიღო, გაამყარა შეიარაღებულ ძალებში და ამან შეიძლება რუსეთთან და ამერიკასთან კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება. ეს ყველაფერი გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ“, - აცხადებს მაისაია. მისივე თქმით, ერდოღანი ცდილობს, აჯანყება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მის ოპონენტ ფეთჰულა გიულენს დააბრალოს, თუმცა მაისაია მიიჩნევს, რომ სურვილის შემთხვევაში გიულენს აჯანყების განხორციელება აქამდეც შეეძლო. „ძირითადად, სამხედრო გადატრიალების სათავეში იდგა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა და ის ადამიანები, ვინც განათლება დასავლეთში მიიღო. ერდოღანს სურს ეს აჯანყება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და ყოველივე მის ოპონენტებს, კერძოდ, ფეთჰულა გიულენს დააბრალოს. თუმცა, გიულენს რომ ნდომოდა, აჯანყების განორციელება აქამდეც შეეძლო“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხეა დაკავებულია.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)