|
2016-07-16 13:35:49, 924 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: თურქეთში დარჩენილ 2 ქართულ ანსამბლს, სამშობლოში გამომგზავრებამდე საკონსულო უსაფრთხოდ დააბინავებს
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, თურქეთში დარჩენილ 2 ქართულ ანსამბლს საკონსულო სამშობლოში გამომგზავრებამდე სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს. როგორც ქუმსიშვიმლა ჟურნალისტებს განუცხადა, თურქეთის მხარესთან, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა კონტაქტი და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. „რა ინფორმაციას მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში სამშობლოში გამომგზავრებამდე",- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხეა დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)