19:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 03:00:02, 1311 ნახვა

მსოფლიო
თურქულმა მხარემ საქართველოსთან საზღვარი ოფიციალურად ჩაკეტა

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მხრიდან ჩაიკეტა.

ტურისტები, რომლებიც ქართულმა მხარემ გაატარა უკან მობრუნდნენ.

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები "ექსპრენიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს, მათივე თქმით, საბაჟოს წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განუმარტეს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა მათი სიცოცხლისთვის შესაძლოა საშიში იყოს. 

ამასთან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ქართულ მხარეზე სამართალდამცველთა მომრავლება შეინიშნება. ქართველი მებაჟეები მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის მოქალქეებს ატარებენ. 

შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი. 

ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics