2016-07-16 01:22:35, 1338 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის და ანკარას ბანკომატებთან და ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია
სტამბოლის და ანკარას ბანკომატებთან და ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია, მოსახლეობა ნაღდი ფულის, საწვავისა და საკვები პროდუქტების მომარაგებას ცდილობს.
ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.
თურქი სამხედროები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას ახორციელებენ, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, გადატრიალება იმის გამო მოხდა, რომ ერდოღანი "მცოცავ ისლამიზაციას" ახორციელებდა და ათათურქის გზას გადაუხვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან