|
2016-07-15 19:58:30, 731 ნახვა
პოლიტიკა
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) გენერალურმა დირექტორმა მიქაელ შპინდელეგერმა იუსტიციის მინისტრთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრს ვიზალიბერალიზაციის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე გაწეული დახმარებისთვის. „დიდ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს გუნდს იმ ძალისხმევისთვის, რაც მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის გზაზე გაგვიწიეთ. ეს კომპონენტი ერთ-ერთი უმთავრესი იყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში და მის შესრულებას გასული წლის დეკემბერში ევროკომისიის ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსთან, სადაც მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნო მუშაობს, თქვენს ორგანიზაციას საუკეთესო თანამშრომლობა აქვს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მიქაელ შპინდელეგერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრი არ შეწყვეტს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი დადებითად გადაწყდება: “ჩვენ გუშინ ევროკომისრისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე შეძლებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. ამის შემდეგაც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს საქართველოსა და თქვენს უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას უკვე გრძელვადიანი პროგრესისთვის”, - განაცხადა მიქაელ შპინდელეგერმა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)