|
2016-07-15 14:30:39, 589 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა ბათუმში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. თინათინ ხიდაშელი დღეს ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) წარმომადგენლებს და რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანა ბირჩალის შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრაზე მხარეებმა სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის პროგრამაზე და ვიშეგრადის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პროგრამაზე ისაუბრეს. ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და აღიარებენ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უახლოეს მომავალში მიიღებს. შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ მიგრაციისა და „ბრექსიტის“ ფონზე ევროკავშირში ბევრი პრობლემაა, თუმცა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სრული მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებთან ვარშავის სამიტის შედეგებზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს. თავდაცვის მინისტრმა ვიშეგრადის ჯგუფის წევრებს ასევე მოუწოდა, აქტიურად დაუჭირონ მხარი „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას“. „ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ისინი ცალსახად გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, როგორც ვარშავის სამიტზე, ასევე ევროკავშირის ფორმატში და, ბუნებრივია, რომ ვსაუბრობთ იმაზე თუ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება და სად შეიძლება უფრო მეტად დავეხმაროთ ამ პროცესს წარმატებაში,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა ბირჩალისთან შეხვედრის დროს თინათინ ხიდაშელმა რუმინელ სტუმარს პირადად გადაუხადა მადლობა ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პროცესში შეუფასებელი მხარდაჭერისთვის. „რუმინეთის დაუღალავი შრომის შედეგია შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერება და ვარშავის სამიტი ამ მხრივაც წარმატებული იყო. ერთი წლის განმავლობაში, სწორედ, რუმინეთთან მუშაობის შედეგად გახდა საქართველო ამ პლატფორმის წევრი. გამოვიყენე შესაძლებლობა, პირადად გადამეხადა მადლობა ქალბატონი ანასთვის. მან საკომიტეტო მოსმენები ჩაატარა თავის ქვეყანაში და რუმინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე მხარდამჭერი რეზოლუციაც გამოაქვეყნა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრის დროს ანა ბირჩალმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს რუმინეთისგან ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აქვს. მისი განცხადებით, რუმინეთი მზად არის, ამ პროცესში საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. მან შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუმინეთი არ დაიშურებს ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან ამ იდეის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)