18:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 12:01:47, 1327 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ოლანდმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მთელი საფრანგეთი ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგას

"ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გამოვავლინოთ აბსოლუტური ყურადღება და მტკიცე გადაწყვეტილება", - განაცხადა ოლანდმა.

ამასთან, ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე დარტყმებს გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 14 ივლისს, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში აღარ გახანგრძლივდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა.

ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics