|
2016-07-15 11:59:10, 1404 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ
მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებენ, - ამის სესახებ უცხოური მედია წერს. მედია საშუალებსი ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ საფრანგეთის გვერდით ვართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, ყველა სირთულის მიუხედავად”, - განაცხადა მერკელმა, რომელიც ევროპა-აზიის სამიტში მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ მონღოლეთში მიმდინარე სამიტის მონაწილეებმა მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მონღოლეთში მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საფრანგეთს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა. ტუსკის განცხადებით, ევროპა საფრანგეთის მოსახლეობასა და მთავრობას ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას როგორც შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ გააგრძელებს. “ჩვენ სიმტკიცე მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ერთიანობას”, - აღნიშნა იუნკერმა. საფრანგეთს მიუსამძიმრა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმაც, რომელიც ასევე მონღოლეთში მიმდინარე ევროპა-აზიის სამიტში მონაწილეობს. “მსურს მივუსამძიმრო საფრანგეთს, ყველა დაშავებულს, ასევე ნიცაში მომხდარი საშინელი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ნათესავებს. ტერორიზმს არ აქვს საზღვრები. ეს არის საერთო გამოწვევა ევროპისა და აზიისთვს”, - განაცხადა მედვედევმა. ნიცაში მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერიც გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. კერი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. როგორც ჯონ კერიმ განაცხადა, ნიცაში განხორციელდა თავდასხმა “უდანაშაულო ხალხზე თავისუფლების, თანასწორობისა და მეგობრობის ზეიმის დღეს”. “მე მეამაყებოდა დღეს პარიზში ბასტილიის აღების დღის ზეიმის დროს საფრანგეთის ლიდერების გვერდით დგომა. აშშ სოლიდარულია ფრანგ ხალხთან ამ ტრაგედიის დროს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ”, - წერს ჯონ კერი სოციალურ ქსელში. ამასთან, თეთრმა სახლმა ბარაკ ობამას განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მზად არის, საფრანგეთს ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს. ნიცაში მომხდარ თავდახმა გამოემხაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი თქმით, ის მომხდარის გამო შოკირებულია. ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება საფრანგეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ნიცაში განხორციელებულ თავდასხმას გმობს გაერო-ს უშიშროების საბჭო. “უშიშროების საბჭოს წევრები უმკაცრესად გმობენ ნიცაში განხორციელებულ ბარბაროსულ თავდასხმას”, - ნათქვამია უშიშრების საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)