21:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 17:41:41, 629 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში უსინათლოთათვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია დაიწყო

ფონიჭალაში უსინათლოთათვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთავის გზატკეცილზე, უსინათლოთა დასახლებაში არსებული ბილიკების კეთილმოწყობა კრწანისის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაიწყო. 

გამგეობის დაფინანსებით, მთლიანად გამოიცვლება და ახალი ასფალტის საფარი დაიგება 2120 კვ.მ. ფართობზე. მოეწყობა 1275 გრძივი მეტრი ბორდიური, რაც უსინათლოთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. 

რეაბილიტაცის პროცესს ადგილზე გაეცნენ კრწანისი გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ბექა ნაცვლიშვილი.  თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უსინათლოებთან შეხვედრაც გამართეს.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics