12:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 17:04:19, 1215 ნახვა

ეკონომიკა
Business Georgia-სა და "საქართველოს ბანკის" ორგანიზებით, საქართველოში პირველად მედია ფორუმი ტარდება

საქართველოს ბანკი, საქართველოს  წამყვანი ბანკი და "Business Georgia", საქართველოში პირველად, მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს "მედია ინდუსტრია 2016" მართავენ.

ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე წარმოადგენს  პლატფორმას  ქართველი და უცხოელი  მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და  შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნესს შორის. ფორუმის მიზანია, წარმოაჩინოს განსხვავებული  იდეები და ხაზი გაუსვას  საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების  მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნება  ბიზნესის  წარმომადგენლებსა და  მედია ინდუსტრიას შორის  წარმატებული თანამშრომლობის  შესაძლებლობები, გამოწვევები და  სამომავლო გეგმები.

"მოხარული ვარ, რომ "საქართველოს ბანკი" მასპინძლობს პირველ მედია-ფორუმს. ესაა პლატფორმა, სადაც ბიზნესს და მედიას საშუალება აქვს, მოუსმინოს ერთმანეთს, გაიზიაროს ერთმანეთის პოზიციები იმისათვის, რომ იმ პრობლემატიკიდან, იმ საკითხებიდან, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ერთი მხრივ ბიზნესს გააჩნია, მეორე მხრივ მედიას, ერთობლივად იქნას მიღებული გადამჭრელი გზები, რომ უკეთესად ითანამშრომლოს ბიზნესმა და მედიამ. ამ სამყაროში წარმოუდგენელია ბიზნესის წარმატება მედიის გარეშე და პირიქით, ეს არის ორი უაღრესად გადაჯაჭვული სექტორი. ასევე მედია, როგორც ბიზნესი, მეტად მნიშვნელოვანია და ერთმანეთის საჭიროებების გაგება აუცილებელია იმისათვის, რომ ორივე იყოს წარმატებული",-განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

ფორუმი დაყოფილია ორ პანელად. პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლები. პანელის ფარგლებში შეფასდება თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში, ასევე შედგება დისკუსია მედიისა და ბიზნესის საერთო ინტერესებთან დაკავშირებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესისა და მედიის ურთირთობას ჰქონდეს ბიზნესშინაარსი და იმიტომ, რომ ძალიან  მნიშვნელოვანია მედიის თვითკმარისობა, მნიშვენლოვანია,  ბიზნესი იყოს ისეთი განვითარებული, რომ სარეკლამო ფული საკმარისი იყოს, რათა მედიამ იფუნქციონიროს თავისი შემოსავლებით და არ იყოს საჭირო პოლიტიკური ფინანსები, სხვა დახმარებები მედიისთვის, რადგან ნებისმიერი ასეთი დახმარება იწვევს ხოლმე სხვადასხვა ტიპის  დამოკიდებულებას, ხოლო როცა მედია განიხილება, როგორც წმინდა ბიზნესი, ამ შემთხვევაში ბიზნესმექანიზმები მუშაობს და მედიაც აკეთებს იმას,  რაც საზოგადოებას აინტერესებს.  ბიზნესიც ცდილობს, აეწყოს მედია სტანდარტებს და არა ცალკეული მედიის მფლობელების ინტერესებს",-აღნიშნა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირქტორმა თამარ ხორბალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.3%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.2%) მიხედვით (2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და  სიცოცხლის დაზღვევის  მომსახურების ფართო სპექტრს. 2016  წლის 31 მარტის  მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 266 სერვისცენტრის, 753 ბანკომატისა და 2,627 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

Business Georgia   პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი  ბიზნეს ჟურნალია (ტირაჟი 2000), რომლის  შექმნის სტრატეგიულ მიზანს  წარმოადგენს საქართველოში  არსებული ბიზნეს გარემოს  ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება როგორც ქართული, ასევე უცხოური ბიზნესსექტორებისათვის, ინვესტორთათვის და თითოეული იმ დაინტერესებული მხარისთვის, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ბიზნესის  განვითარებისთვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის  ფორმირების პროცესში. ჟურნალის მიზანს სწორედ  ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. გარდა ბეჭდური მედიისა, Business Georgia ახორციელებს დამატებით აქტივობებს, როგორიცაა ბიზნეს ფორუმები და  ბიზნეს ტურები. მეტი ინფორმაციისთვის  იხილეთ: www.businessgeorgia.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics