21:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 14:49:56, 563 ნახვა

საზოგადოება
პროგრამის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისათვის“ პრეზენტაციასთან დაკავშირებული ვორქშოფი გაიმართა

ტექნოპარკში პროგრამის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისათვის“ (BFD)  პრეზენტაციასთან დაკავშირებული ვორქშოფი გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, BFD  პროგრამის მიზანია შექმნას მოთხოვნა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს რეგიონებში და გაზარდოს აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამით, პროგრამა  ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომლის ამოცანაა ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტ  ინფრასტრუქტურის განვითარებით. 

BFD პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოს რეგიონების სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics