12:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 14:44:53, 1113 ნახვა

ეკონომიკა
Business Georgia-სა და “საქართველოს ბანკის” ორგანიზებით საქართველოში პირველად მედია ფორუმი ჩატარდება

დღეს, 15:00 საათზე, სასტუმრო“ქორთიარდ მერიოტში“ „საქართველოს ბანკი" და „Business Georgia“, საქართველოში პირველად, მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს „მედია ინდუსტრია 2016“ გამართავენ.

ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე  წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის. ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნება ბიზნესის წარმომადგენლებსა და მედია ინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

ფორუმი დაყოფილია ორ პანელად. პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პანელის ფარგლებში შეფასდება თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში, ასევე შედგება დისკუსია მედიისა და ბიზნესის საერთო ინტერესებთან  დაკავშირებით. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics