21:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 12:30:22, 530 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს პროექტები მოინახულეს. 

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სარეინტეგრაციო დახმარება 165 მიგრანტს  გაეწია, მათ შორის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით,  სოციალური პროექტები 52 სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს დაუფინანსდა.

მინისტრმა ქალაქ ხაშურში ხის საამქრო, სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიები მოინახულა. აღნიშნული ბიზნეს პროექტები  გერმანიიდან, საბერძნეთიდან და რუსეთიდან დაბრუნებულმა მიგრანტებმა, სახელწიფოს დაფინანსების დახმარებით განახორციელეს და დღეს მათი ოჯახების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. 

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ახალციხეში,  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამართულ საინფორმაციო შეხვედრასაც დაესწრნენ.

„მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს  სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს.  2016 წელს დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics