21:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 12:04:52, 698 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიამ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

ბაღში 7 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში 250-მდე ბავშვი ჩაერთვება. ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა რაიონის მოსახლეობის თხოვნით გადაწყდა.

ახალი ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. ბაღის მშენებოვბისთვის 1 მილიონ 798 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული ბაღი  ერთ-ერთია იმ 10 ბაგა-ბაღიდან, რომელთა მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება.

"ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე,  მნიშვნელოვან პრობლემას საბავშვო ბაღი წარმოადგენდა. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ამ უბანში ახალი ბაღის მშენებლობა. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მომავალი წლის იანვრიდან მიიღებს ბავშვებს. 250 ბავშით იქნება ბაღი წარმოდგენილი. შენობა თანამედროვე სტანდარტებით იქნება აღჭურვილი, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები დამონტაჟდება. ამ უბანს საბავშვო ბაღთან არსებული პრობლემა მთლიანად მოუგვარდება",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა საბავშვო ბაღის საძირველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics