18:04 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 22:55:44, 572 ნახვა

სპეციალური ანონსი
14 ივლისის სპეციალური ანონსი

14 ივლისს, 09:30 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ, ”ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აქციას ”სასამართლო მურუსიძეების გარეშე“ გამართავს.

14 ივლისს, 09:30 საათზე, ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“ მე-13 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” გაიხსნება. ორდღიან კონფერენციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარე რასტის ლავკაჩერი გახსნიან.
08:30-09:15 საათზე, მედიის წარმომადგენლების რეგისტრაცია. 
სასტუმრო ”ჰილტონ ბათუმი”, I სართული

14 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.
მის.: ჩუღურეთი, ჩიტაიას ქ. #6
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 14 11 51

14 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. 
მის: ქ. ბათუმი, სასტუმრო ”ჰილტონი”

14 ივლისს, 11:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

14 ივლისს, 12:00 საათზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
მის: ქ. ბათუმი, სასტუმრო ”ჰილტონი”

14 ივლისს, 12:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტის სხვა ლიდერებთან ერთად ქარელის მოსახლეობას შეხვდება და პარტიის რეგიონულ ოფისს გახსნის. 
მის: ქ. ქარელი, ვარძელაშვილის ქ. #2
საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

14 ივლისს, 12:30 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებითი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. 
მის: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4

14 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო Courtyard Marriott-ში (მისამართი: თავისუფლების მოედანი N4) სს Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდება ბიზნეს ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016".  საქართველოში პირველი ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე  წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ფორუმის მონაწილეები განიხილავენ, როგორც ქვეყანაში მიმდინარე კონკრეტულ მედია გამოწვევებს, ისე ახალ შესაძლებლობებს და საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის. ფორუმი დაყოფილია ორ პანელად, პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე „მედია ინდუსტრია 2016" -ს ასევე დაესწრებიან მედიის, ბიზნესის, სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო დადიპლომატიური სექტორის წარმომადგენლები.

14 ივლისს, 15:45 საათზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკპიერ დევინი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ENPARD-ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ლურჯა 2015” ეწვევიან.

14 ივლისს, 16:00 საათზე, კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ერთობლივი კვლევის პრეზენტაციას გამართავენ. 
თემა: რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა (2014-2015).
მის: ლადო ასათიანის ქ.62, კლუბი "ფრონტლაინ ჯორჯია"
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03 

14 ივლისს, 16:20-16:45 საათზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკპიერ დევინი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აჭარის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალს დაათვალიერებენ.

14 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის ლექცია „თბილისის ქუჩებისა და მოედნების სახელდების ისტორია და დღევანდელი გამოწვევები“.
მის: თავისუფლების #2

14 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ჟურნალის „ნარგის საქართველო“ მე-6 ზაფხულის ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. 

14 ივლისს, 19:00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით „სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული ადამიანებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართება.

14 ივლისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროექტის Fixall SJC პრეზენტაცია გაიმართება. 
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო

14 ივლისს, 19:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნა და გალა-კონცერტი გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics