|
2016-07-13 13:02:51, 919 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვმუშაობთ, რათა მეტი დამსაქმებელი დავაკავშიროთ უნივერსიტეტთან
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, გერმანული მოდელი, ანუ დუალური განათლება სწავლასთან ერთად მუშაობას გულისხმობს. როგორც ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს ბიზნესის წარმომადგენლებთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომ უნივერისტეტს უფრო მეტი დამსაქმებელი დაუკავშირონ. „დუალურ განათლების მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, სექტემბერში და სულ მუდმივად უნივერსიტეტებთან მიმდინარეობს მუშაობა, სულ უფრო მეტი სასწავლო ადგილი გახდეს დაკავშირებული სამუშაო ადგილთან.. თან რომ სწავლობ და თან მუშაობ, ეს არის დუალური განათლება და ითვლება, რომ ამ დროს ყველაზე კარგად სწავლობ, რადგან პრაქტიკული ცოდნა და თეორია ერწყმის ერთმანეთს. ეს აქამდე რეგულირებული არ იყო და თქვენ თუ აქამდე ამას აკეთებდით, აკეთებდით თქვენით. ჩვენ შევეცდებით ხელი შევუწყოთ ასეთი კავშირების დამყარებას, ყოველდღიურად ვმუშაობთ ბიზნესებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა სულ უფრო მეტი დამსაქმებელი დავაკავშიროთ უნივერსიტეტებთან და წავახალისოთ თუნდაც მატერიალურად, ასეთი დუალური სისტემა. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგები ახლაც გვაქვს და კიდევ გვექნება მუდმივად. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ როგორც კომპანიებს, რომ მათ აინტერესებდეთ სტუდენტბის აყვანა სამსახურში, ასევე ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, რომ მათ აინტერესებდეთ დუალური მიმართულებით სწავლა, რადგან ეს ძნელდება, ანუ მეტი საქმე გაქვს. სწავლა და პარალელურად მუშაობა ძალიან დიდი დატვირთვაა, ძალიან რთული გასაკეთებელია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას მატერიალური მხარდაჭერაც დასჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)