19:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 19:11:54, 795 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტები საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს თავიდან შეაფასებენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოწვევით, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტა მისია იმყოფება, რომელიც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ინდიკატორების შეფასებას ეძღვნება.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნდა ანგარიში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“, სადაც საქართველოს უჭირავს პირველი ადგილი ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით. 

გამოქვეყნებული ანგარიში ჯანრმერთლობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) "მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკა-2016" მონაცემებს ეყრდნობა, სადაც გამოყენებულ იქნა ჯანმო-ს ახალი მეთოდოლოგია, რომელიც გარდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ტრადიციული მაჩვენებლისა, 2012 წლიდან იყენებს შინამეურნეობებში გათბობისა და საკვების დაბინძურების სავარაუდო დონეს.

გამოქვეყნებული ციფრების რელევანტურობისა და ვალიდურობის დასადგებად მიზანშეწონილა ჩაითვალა და დაიგეგმა ჯანმო-ს ექსპერტთა მისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც განხორციელდა 11-12 ივლისს.

ჯანმო-ს ექსპერტებს ქალბატონ ანეტე პრუს უსტინს და ქალბატონ მარია ევა ჰეროქს შეხვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებში და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. მისია შეხვდა საერთაშორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics