|
2016-07-12 18:50:51, 1042 ნახვა
სამართალი
სალომე ჩარკვიანს 6 პარლამენტარი თავდებში უდგება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელ კომპლექს " თეთრი მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. "ცენტრ პოინტის" გაყიდვების ყოფილი მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის ადვოკატის მარიამ ფხალაძის განცხადებით, ჩარკვიანს 6 პარლამენტარი-გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, ზაზა პაპუაშვილი, თამაზ ყაჭეიშვილი თავდებში უდგებიან. გარდა ამისა, თავდებობის სურვილი,ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მეუფე გერასიმემ გამოთქვა. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო აღკვეთ ღონისძიებას მაინც გამოიყენებს, ადვოკატი ალტერნატივად 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვს. "ჩარკვიანს ჰყავს სამი შვილი, მუშაობს ექიმად, აკეთებს თავის საქმეს.მას რომ მიმალვა სდომოდა, 2012 წლის შემდეგ მიიმალებოდა. თუმცა ჩარკვიანს აღნიშნული განზრახვა არ ჰქონია,ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე უნდა ითქვას, რომ სალომე ჩარკვიანს სამშენებლო კომპანიასთან 2006 წლის შემდეგ შეხება არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს",-განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, გამოძიება მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ერთობლივად მენაშენეთა კუთვნილი 19 740 845 ლარის გაფლანგვას ედავება. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს. საუბარია ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიაზე“. მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. "ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დაკავებულები არიან. სასამართლომ მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასევე მასზე გამოცხადებულია ძებნა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)