|
2016-07-12 17:25:20, 726 ნახვა
საზოგადოება
USAID-ი გამყოფ ხაზთან მდებარე თემების ეკონომიკური განვითარებისთვის პროექტს „ზრდა საქართველოში" იწყებს
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შიდა ქართლის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ეწვივნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე თემებს. შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელმა ოფიციალურად გახსნა პროექტი „ზრდა საქართველოში", რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს Chemonics International Inc. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვისპირას მდებარე 70 თემს. აღნიშნული პროგრამა ხუთწლიანია და მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. კერძოდ, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების გარღმავებას, და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება 2000 სამუშაო ადგილი, 650 საწარმოში გაიზრდება გაყიდვების მაჩვენებელი, 11000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)