|
2016-07-12 17:21:53, 904 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება ფიქსირდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 44%-ით აღემატება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით 0,78 დოლარით ანუ 25%-ით ნაკლებია. ასევე შემცირდა 1 ბოთლი ბრენდის საშუალო საექსპორტო ფასიც. კლებამ ამ შემთხვევაში ერთ ბოთლზე 0,87 დოლარი ანუ 27% შეადგინა. „2012 წელს 1 ბოთლი (0,75 ლ) ღვინის საშუალო სარეალიზაციო ფასი იყო 3.07 აშშ დოლარი, 2013 წელს - 3.03, 2014 წელს - 3.13, 2015 წელს - 2,72 და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით - 2.35 აშშ დოლარი. ანალოგიური კლების ტენდენცია ფიქსირდება საბრენდე სპირტისა და ბრენდის ფასებზეც. საბრენდე სპირტი - 2012 – 5.91, 2013 – 3.88, 2014 – 3.18, 2015 -2.98 და 2016 წლის 6 თვე - 2.71 აშშ დოლარი; ბრენდი - 2012 – 3.22, 2013 – 3.02, 2014 – 3.17, 2015 -2.56 და 2016 წლის 6 თვე - 2.29 აშშ დოლარი. 2012-2015 წლებში დაფიქსირებული საშუალო ფასი ღვინის შემთხვევაში შემცირდა 0,65 აშშ დოლარით, საბრენდე სპირტის - 1.32 და ბრენდის 0.72 აშშ დოლარით. მიუხედავად საშუალო საექსპორტო ფასების კლებისა, ექსპორტის რაოდენობის მატების ხარჯზე, საერთო შემოსავალი თანხაში 2016 წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია როგორც ღვინის, ასევე ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შემთხვევაში. 2016 წლის პირველ ნახევარში, ქართული ღვინის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 148% (1 884 665), უკრაინა - 82% (2 286 977), რუსეთი - 56% (10 198 085), ბელარუსი - 96% (462 547), ლიტვა - 31% (260 064), პოლონეთი - 34% (1 070 454), ესტონეთი - 64% (331 884), ყირგიზეთი - 89% (149 666), გერმანია - 55% (166 636), კანადა - 16% (96 300), დიდი ბრიტანეთი - 43% (58 366) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 10 198 085 ბოთლი; უკრაინა -2 286 977 ბოთლი; ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი; ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი -1 070 454 ბოთლი“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)