06:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 16:32:39, 591 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ბიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის (CBEP) უფროსს ლანს ბრუკს და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC)  წარმომადგენელს ჯორდან ტაპეროს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო  აშშ-ის მხარდაჭერის  მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს მასშტაბით ლაბორატორიის კვლევითი ბაზების ჩამოყალიბება მოხდა, განხორციელდა მათი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ისაუბრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების კუთხით გამართულ ლაბორატორიული ქსელის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოების, ასევე გადასარეკი ტრასების მოწყობის მნიშვნელობის შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოდან ცოცხალი საქონლის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ. 

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსო ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics