|
2016-07-12 14:32:36, 655 ნახვა
საზოგადოება
სართიჭალასა და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
სართიჭალასა და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმ კონკრეტული სერვისებისა და ბენეფიტების შესახებ, რომელსაც დაბრუნებულ მიგრანტებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა. აღნიშნული ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ორგანიზებით ჩატარდა. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)