2016-07-12 14:18:14, 688 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ გედაგდაღში იყო, ქალაქ დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით 8 კილომეტრში, ხოლო თბილისიდან 52 კილომეტრში.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან