|
2016-07-12 10:45:14, 1077 ნახვა
სამართალი
შსს-მ გარდაბანში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ალადინ ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ხის საამქროდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას, ხის საამქროდან მოპარული ელექტროხელსაწყოების გარდა, ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი, 6.81 გრ გამომშრალი მარიხუანა და 2 ძირი კანაფი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)